Tuesday, July 11, 2017

ტრენინგის მეცხრე დღე

          2017 წლის 10 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით გავიარე ტრენინგი ქ. გორის მე-7 ე სკოლაში ქეთი ცერაძის ხელმძღვანელობით.
ვისწავლე  პროექტის მომზადება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
     პირველ დღეს გავეცანი ინტელის ძირითად კურსს. განვიხილეთ პორტფოლიოს საქაღალდის შექმნა, ვისწავლე კურსის რესურსების შენახვა, ბლოგის შექმნა.
     მეორე დღეს გავეცანი word-ის ინსტრუმენტებს. ვისწავლე საინფორმაციო ბუკლეტის დამზადება.
     მესამე დღეს განვიხილეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა.
     მეოთხე დღეს გავეცანი შეფასების სხვადასხვა მეთოდს. ასევე პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციას.
     მეხუთე დღეს გავეცანი საავტორო უფლებებს და გამოყენებულ ლიტერატურას.ვისწავლე ბლოგზე კომენტარების გაკეთება. და მოსწავლის ბლოგის შექმნა.
     მეექვსე დღეს განვიხილეთ მოსწავლის პრეზენტაცია. ასევე განვიხილეთ შეფასების რუბრიკები.
     მეშვიდე დღეს განვიხილეთ ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება.
და ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.
     მერვე დღეს განვიხილეთ ფასილიტაციის რესურსის შექმნა. ვისწავლე პორტფოლიოს ატვირთვა ბლოგზე. ასევე ვისწავლე სიის გაჯეტი.
     მეცხრე დღეს პროექტის მონაწილეებმა მოვახდინეთ საკუთარი პროექტების პრეზენტაცია.  ვისწავლე ბლოგში მუშაობა.
     ძალიან საინტერესო და ბევრისმომცემი ტრენინგი იყო. აქ მიღებულ ცოდნას და უნარებს გამოვიყენებ სკოლაში სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად. დამეხმარება პროექტის სრულყოფასა და ტექნიკურად გამართვაში.


   ტრენინგის მეცხრე დღეს გავიმეორეთ წინა დღის მასალები.
ტრენინგის ყველა მონაწილემ მოახდინა საკუთარი პროექტის პრეზენტაცია.
უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან საინტერესო იყო და თითოეულმა  ჩვენგანმა აღნიშნა,
რომ ამ ტრენინგმა გვიბიძგა ახალი იდეებისაკენ მომავალი მუშაობისათვის
შემდეგ მოვახდინეთ ბლოგში მუშაობა.ბოლოს კი შევაჯამეთ ტრენინგი მთლიანად.

P.S.  ტრენინგი ძალიან საინტერესო  იყო.  ძალიან ბევრი ტექნიკური სიახლე ვისწავლე. დიდი მადლობა ტრენერს ქალბატონ ქეთი ცერაძეს მისი ასეთი დაუღალავი შრომისა და შემართება.

Saturday, July 8, 2017

ტრენინგის მერვე დღე

დღევანდელმა დღემ კიდევ უფრო საინტერესოდ ჩაიარა,ჩვენმა ტრენერმა გაგვამეორებინა წინა დღის მასალა და განვიხილეთ პროექტზე მუშაობის დროს ყველა მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინებაზე მუშაობა.ასევე ვისწავლეთ ფასილიტაციის ნიმუშის შექმნა, განვიხილეთ პროექტის პორთფელიო და მისი ატვირთვა ბლოგშიტრენინგი საკმაოდ საინტერესო იყო.

Thursday, July 6, 2017

მეშვიდე დღე

    დღევანდელი დღე დავიწყეთ წინა დღის მასალის გამეორებით .
საკმაოდ საინტერესოდ განვიხილეთ ყველა  მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება პროექტზე მუშაობის დროს.ამავე დროს გავარჩიეთ ინდივიდუალური განსხვავებები პროექტის სწავლის დროს

Sunday, July 2, 2017

ტრენინგის მეექვსე დღე

დღევანდელმა დღემაც საინტერესოდ ჩაიარა.გავიმეორეთ წინა დღის მასალა,გავარჩიეთ მოსწავლის პრეზენტაციის საწავლო ნიმუშის შექმნა.განვიხილეთ გეგმები და შეფასების რუბრიკები

Saturday, July 1, 2017

ტრენინგის მეხუთე დღე

დღევანდელმა დღემ საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა.გავეცანით საავტორო უფლებების და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონებს,ასევე კომენტარებს ბლოგზე, ვიმუშავეთ მოსწავლის ბლოგის შექმნაზე და  სურათის და ვიდეოს ჩასმაზე. დღევანდელი დღე საკმაოდ დატვირთული იყო ჩემთვის სიახლეებით.მადლობა ტრენერს ასეთი საინტერესო და  დაუღლელი შრომისთვის.

Sunday, June 25, 2017

ტრენინგის მეოთხე დღე

ტრენინგის მეოთხე დღე ძალიან საინტერესოდ წარიმართა განვიხილეთ პროექტის შეფასების სახეები,როგორ შევქმნათ დროში გაწერილი შეფასების გეგმა.გავეცანით შეფასების სტრატეგიების 5 კატეგორიას,გავეცანით დროში გაწერილი შეფასების გეგმის ნიმუშებს და გავარჩიეთ პროექტის პრეზენტაცია

Saturday, June 24, 2017

ტრენინგის მესამე დღე

მესამე დღე დაიწყო წინა მასალის გამეორებით, შემდეგ დავიწყეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა .განვიხილეთ პროექტზე მუშაობის მიზანი და საკმაოდ საინტერესოდ ვიმუშავეთ პროექტის მიმართულების მიმცემ კითხვებზე.
დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა